ოპერის თეატრის სცენაზე ვიქტორ დოლიძის უკვდავი ოპერა ბრუნდება. ეს იქნება ამ სცენაზე “ქეთო და კოტეს” უკვე მესამე რედაქცია. სპექტაკლს ახალგაზრდა რეჟისორი თანამედროვე ხედვით წარმოადგენს. მაყურებლის ინტერესი დიდია, ამიტომ დაგეგმილ ექვს საპრემიერო ჩვენებას კიდევ ერთი დაემატა.