ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება

სიახლე საქართველოს მოქალაქე ონკო პაციენტებისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვა ყველა მოქალაქეს დაუფინანსებს ონკო ქირურგიას. პროგრამა აქამდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ და პენსიონერ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. ცვლილების მიხედვით ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა პირს, განურჩევლად მათი შემოსავლისა. შეგახსენებთ, ანალოგიური წესი გავრცელდა ონკო პაციენტების თერაპიულ მკურნალობაზეც, რომელიც მოიცავს ქიმიო-ჰორმონო-სხივურ თერაპიებსა და მედიკამენტებს. თერაპიაზე გათვალისწინებულია 25 ათას ლარიანი წლიური ლიმიტი, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ლიმიტი შეიძლება მოიხსნას.