ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ საგანგებო თათბირზე სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ საგანგებო თათბირზე სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი მოქმედებები დაგეგმეს. თათბირი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაატარეს. ამოქმედდა ცხელი ხაზი. 598 913 089. ამ ნომერზე უნდა დარეკონ ადამიანებმა, ვისაც აქვთ ინფორმაცია შოვის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების შესახებ. ცხელ ხაზზე შედის შეტყობინებები ადამიანებზე, ვისთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება. სამაშველო ჯგუფების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე ოპერატიული საველე შტაბი ამოქმედდა სოფელ გლოლაში. ადგილზე ასევე მობილიზებული იყვნენ სამაშველო ჯგუფები.