შოვის სტიქია - მაშველები დაკარგულ რვა ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

ვითარება სტიქიის ზონაში. შოვის სტიქიის შედეგად დაკარგულ 8 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. სტიქიის დროს ჩამოწოლილი მიწის მასის 90 პროცენტი გადამოწმებულია. საძიებო პერიმეტრი ყოველდღიურად ფართოვდება. ცოცხალ ძალასთან ერთად მუშაობს მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. დღეს რაჭაში შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული კიდევ ორი მოქალაქე დაკრძალეს.

შალვა სუმბაძე შოვიდან პირდაპირ ეთერში.