უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელის“ ინფორმაციით, მოკლულია გომელის პირველი უკრაინული დელეგაციის წევრი, დენის კირეევი. გამოცემის ინფორმაციით, მომლაპარაკებელი სავარაუდოდ მოკლეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის დროს, როდესაც კირეევის დაკავება ხდებოდა.
წინასწარი მონაცემებით, დენის კირეევს სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი. ამასთან, შესაბამისი ინფორმაცია დეპუტატმა ალექსანდრე დუბინსკიმაც გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ რომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი კირეევს მოლაპარაკების მონაწილედ არ ასახელებდა და მისი სახელი პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არ იყო, თუმცა ფოტოსა და ვიდეოში ის კიევის წარმომადგენლების გვერდით მაგიდასთან ჩანს.
კირეევი საბანკო სექტორის ექსპერტი იყო. დენის კირეევი ასევე იყო „ოშადბანკის“ საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2010-2014 წწ.) და „უკრექსიმბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2006-2012 წწ).