„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ურთიერთბრალდებები გრძელდება.
ზაზა ოქუაშვილს დღეს კიდევ ერთხელ პასუხობს „თიბისი ბანკი“ და კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ორი წლის წინ, ბანკიდან 4 მილიონი ლარის ტრანზაქცია საბანკო წესების დარღვევით და მენეჯმენტის ზეწოლით მოხდა. ბანკი სამართლებრივ რეაგირებასაც გეგმავს.
დავის საგანია „ომეგა ჯგუფის“ მიერ ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი დავალიანების საკითხიც. ჯგუფის წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს სიცრუის გავრცელებაში და გადასახადების გადავადების პროცესის ხელშეშლაში ადანაშაულებენ. პასუხად შემოსავლების სამსახური ომეგა-ჯგუფის დავალიანების დამადასტურებელ დოკუმენტებს ასაჯაროებს. გრძელდება ძიება მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმეზეც.
ზაზა ოქუაშვილი 4 ოქტომბერს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.