საპროტესტო აქცია ფინანსთა სამინისტროსთან

ფინანსთა სამინისტროსთან „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერებთან ერთად შეიკრიბნენ. პროტესტს შეუერთდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და კახა კუკავა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ „ომეგა ჯგუფს“ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება ჰქონდეს.

ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელისა და „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი მფლობელის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ მოთხოვნა არ არის ვალის ჩამოწერა, მათი მოთხოვნაა, რესტრუქტურიზაციის გეგმის მიღება და ვალის შესაბამისად გადახდა. თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ო-ჯი-თი“-ს წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვენ.