ირაკლი კობახიძის კრიტიკას არ იღებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრალდებების კიდევ ერთი ადრესატი ნინო ლომჯარია. სახალხო დამცველის აზრით, „ქართული ოცნების“ მხრიდან დაუსაბუთებელი თავდასხმები სახალხო დამცველის რეიტინგს და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნდობას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. ლომჯარიას თქმით, 8 აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქართველების ნეგატიური განწყობები გასაკვირი არ არის და თუ დღის წესრიგში ქსენოფობიის პრობლემა დადგება, ფაქტს აუცილებლად დაგმობს და რეაგირებას მოახდენს.
ლომჯარიას განცხადებას კვლავ ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, მან სახალხო დამცველი ქსენოფობიურ კამპანიაში ღიად ჩართვაში დაადანაშაულა და ის ანტიომბუდსმენად მოიხსენია.