ოლიმპიური სასახლე "საბავშვო ევროვიზია 2017"-ის გენერალური რეპეტიციის დასაწყებად მზადაა
ვინ გახდება საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი გამარჯვებული?! ეს ხვალ ფინალურ შოუზე გაირკვევა. მანმადე კი ოლიმპიურ სასახლეში გენერალური რეპეტიციის დასაწყებად ყველაფერი მზად არის. მუსიკალური საღამო ნახევარ საათში დაიწყება. სცენაზე 16 ქვეყნის კონკურსანტი გამოვა.
მარიკა შალიკაშვილი გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს ბოლო სამზადისი ოლიმპიურ სასახლეში, გისმენთ მარიკა, არიან თუ არა მზად კონკურსანტები, ჟიურის მოაწონონ თავი?