ოლიმპიადა „ჩვენი ქართული ენა“

საქართველოს პირველმა არხმა აზერბაიჯანულ, და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეთა ოლიმპიადის, „ჩვენი ქართული ენა“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. პირველ ადგილზე გასულ მარიამ ჩირაგოვას ჯილდო პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გადასცა. ტელევიზიამ ასევე მეორე და მესამე ადგილებზე გასული რიმა ალიევა და სონა ხაჩატრიანი დააჯილდოვა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, ოლიმპიადაში მონაწილეობა 250-მა მოსწავლემ  მიიღო, რომელთაგან დღეს სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.