ოლიმპიადა „ალგორითმისთვის“ მზადება დაიწყო

თბილისში ოლიმპიადა „ალგორითმისთვის“ მზადება დაიწყო.

ოლიმპიადა, რომელიც 3 მარტს ზოგად უნარებში გაიმართებ, ერთიანი ეროვნული გამოცდების პრეტესტი იქნება.

ოლიმპიადაში მონაწილეობას პირველი ათასი რეგისტრირებული აბიტურიენტი შეძლებს.

მონაწილეებს ვებგვერდზე განთავსებულ პირად სივრცეში საკუთარი შედეგების ნახვა სამი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

ოლიმპიადის 10 საუკეთესო მონაწილეს დასკვნით ღონისძიებაზე ტექნოპარკში დააჯილდოებენ.