ახალი პროფესიული კოლეჯი ქართლში

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები შიდა ქართლში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი დაათვალიერეს. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ტექნოპარკი და პროფესიული სკოლა, რომელიც ერთდროულად ორასზე მეტ სტუდენტს ემსახურება, თანამედროვე სტანდარტებით არის აშენებული და აქ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ გაეცნონ ტექნოლოგიებს, მიიღონ თანამედროვე ცოდნა, რომელიც მათ კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის და კიდევ უფრო მეტად დაეხმარება სამუშაო ადგილების მოძიებაში.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, ტექნოპარკი შიდა ქართლის მოსახლეობას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გახდნენ გლობალური ინოვაციური ეკოსისტემის მონაწილეები და კონკურენტუნარიანი სტარტაპპროექტები შექმნან.