ოლეგ ფაცაციას პირველი ჩვენება პატიმრების წამების საქმეზე

ოლეგ ფაცაციას პირველი ჩვენება პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.

გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილი უფროსი ამ ეპიზოდზე ბრალს არ აღიარებს, თუმცა, ნაწილობრივ დამნაშავედ აცხადებს საკუთარ თავს ე.წ. კარანტინის დაშლის საქმეზე.

პროცესზე პროკურატურა დაინტერესდა, რატომ მისცა 80-ზე მეტმა მოწმემ ჩვენება ფაცაციას წინააღმდეგ. მსჯავრდებული თვლის, რომ მოწმეები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ.

დღესვე სასამართლოს ჩვენება კიდევ ერთმა ბრალდებულმა მისცა. გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი დავით ნოზაძე ბრალს არ აღიარებს.