ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ინციდენტის დროს გუდაუთის რაიონში მდებარე შტაბში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, დაშავებულები არ არიან.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, მომხდარის გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება.