ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის განკარგულება, რუსეთთან კონსულტაციების დასრულებამდე შეაჩერა. ე.წ. განკარგულებაში გაგლოევი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ცალმხრივი გადაწყვეტა პრობლემების, რომლებიც ეხება რუსეთის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ამავე განკარგულებით, დამტკიცდა „დელეგაციის“ შემადგენლობა, რომელიც რუსეთთან კონსულტაციებს გამართავს. რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 17 ივლისს იყო დანიშნული.