ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა დღეს აღდგება
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა დღეს დილიდან აღდგება.
დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასთან ე.წ საზღვარი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩაიკეტა.
ადგილზე გახსნილი იყო 33 საარჩევნო უბანი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საარჩევნო ოლქების გახსნა დაგმო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ. მანამდე კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნა, ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას ეწინააღმდეგება.