ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარს კეტავს

დღეიდან 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარს კეტავს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი. როგორც ე.წ. უსაფრთხოების დეპარტამენტში განაცხადეს, მიზეზი ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორი გამშვები პუნქტი, ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში, ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო დაიხურა. უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, გარკვეული პერიოდულობით, გამოგონილი მიზეზებით, უკანონოდ ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.