ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერი ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა
სირიიდან დაბრუნებული ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერი, გენადი გაგულია ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სააგენტო „ინტერფაქსთან“ განაცხადა, რომ ავარია უბედური შემთხვევა იყო და არა ტერორისტული აქტი. როგორც თვითმხილველებმა აღნიშნეს, ე.წ. სამთავრობო დელეგაციის მანქანების კოლონას საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც ადგილობრივი სამოქალაქო პირი მართავდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა. მძღოლი ამჟამად დაკავებულია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გენადი გაგულია 2018 წლის 25 აპრილს დანიშნა. აღნიშნულ ე.წ. პოსტზე ის 1995-1997 და 2002-2003 წლებშიც მუშაობდა.