მარნეულში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს. მრევლი წმინდა დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძართან შეიკრიბა. ადგილზე გადაიხადეს პარაკლისი, რის შემდეგაც მოსახლეობა დედაქალაქში გაემართა და საერთო ლოცვით მსვლელობას შეუერთდა.