ოჯახის ღირებულებებსა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იქადაგა უწმინდესის თანამოსაყდრემ. წირვა მეუფე შიომ ქაშუეთის ტაძარში ჩაატარა. მსახურების დასრულების შემდეგ კი მრევლი დალოცა.
ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, მეუფე შიო ნარკოპოლიტიკასაც შეეხო და ნარკოდამოკიდებული პირების დახმარებას ხაზი გაუსვა.