მეუფე შიო - ნარკოტიკი არის დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტება
მეუფე შიო - ნარკოტიკი არის დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტება

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების მკურნალობა, დახმარება, ვინც არის ნარკოდამოკიდებული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების მკურნალობა, დახმარება, ვინც არის დამოკიდებული, მაგრამ თავად ნარკოტიკი არის დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტება. ლეგალიზებაზე იყო საუბარი, ეს ყოვლად დაუშვებელია, პირველ რიგში ოჯახს ანგრევს თუნდაც, ოჯახის ტრაგედიას ქმნის და ოჯახებს გვინგრევს. ამიტომ, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.