სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ისმის მოთხოვნა – გათავისუფლდეს ქართველი ექიმი, რომელიც ადგილზე მხოლოდ ერთი განზრახვით, ადამიანის დასახმარებლად ჩავიდა.
ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობის გასაპროტესტებლად, თბილისიდან მისი ოჯახის წევრები, კოლეგები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები დილით გაემგზავრნენ. ცნობილი ტრავმატოლოგი ე.წ. სასამართლომ ისევ პატომრობაში დატოვა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
რა განცხადებები გაკეთდა სოლიდარობის დღევანდელ აქციაზე – ნინო ფისაძე იმყოფება საოკუპაციო ხაზთან.