Numbeo - საქართველოში უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდა

საქართველოში უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდა. ცნობილი კვლევითი პორტალის „ნუმბეო“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წელს საქართველომ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა. ამ მხრივ თბილისიც დაწინაურდა და რეიტინგში მე-19 პოზიციიდან მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა.

ნუმბეო“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.