ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე ბერძნულ-რომაულ სტილში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ
ორი ოქროს მედალი ყაზახეთში. ქართველი მოჭიდავეები – ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე 12 წლიანი პაუზის შემდეგ ბერძნულ-რომაულ სტილში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ ფინალურ შეხვედრაში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი 59 წამში დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
მეორე უმაღლესი სინჯის მედალი ნურსულთანში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ლაშა გობაძემ შესძინა. 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გობაძემ გადამწყვეტი შეხვედრა აზერბაიჯანელ სპორტსმენს მოუგო და საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ აჟღერდა.
ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ბრინჯაოს მედლისთვის 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი მელია იჭიდავებს.