ტაიმაუტი – დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები
- 10 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან
ავტორები: ოთარ გიორგაძე, უფლისა წერეთელი, დათა გავარდაშვილი
- წყალბურთში მსოფლიო ლიგის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან 7:19 დამარცხდა. ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ნაკრები „ა“ ჯგუფში ითამაშებს სადაც მისი მეტოქეები აზიის (1) , კანადის, ბრაზილიის, მონტენეგროსა და საბერძნეთის ნაკრებები იქნებიან
- რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე ორმა ქართველმა მედლების მოპოვება შეძლო. ლევან არაბულმა 130კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის, ხოლო ნუგზარ წურწუმიამ 55კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღეს ოქროს მედლისთვის იური ლომაძე 72კგ წონით კატეგორიაში იბრძოლებს, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ამირან შავაძე 60კგ კატეგორიისთვის

- ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებლად ითამაშა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის ATP 500-ის ტურნირის პირველ წრეში. ქართველმა ჩოგბურთელმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუს ანდრეი რუბლიოვს და 56 წუთში დამარცხდა – 2:6, 3:6

- ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და 36-ე ადგილზეა, რაც საუკეთესო შედეგია

- საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი უსმან დემბელე ამ სეზონში ბარსელონას ტრამვის გამო ვეღარ დაეხმარება
⚠️ MEDICAL UPDATE | @Dembouz undergoes successful hamstring surgery; French striker to be out 6 months
— FC Barcelona (@FCBarcelona) February 11, 2020
- ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატი მოახლოვდა. ფერარმა ახალი ბოლიდი წარადგინა SF1000
🗣 “I can’t wait to drive the car!”
Sebastian Vettel and @Charles_Leclerc react to Ferrari’s new SF1000 car 🤩#F1 @ScuderiaFerrari pic.twitter.com/j36BPvCrUx
— Formula 1 (@F1) February 11, 2020
- NBA
ნიუ ორლეანი პორტლენდის წინააღმდეგ და ზაიონ უილიამსონის 31 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა
HUSTLIN’#WontBowDown pic.twitter.com/E5hM27wNos
— New Orleans Pelicans (@PelicansNBA) February 12, 2020
ჯეიმს ჰარდენის მოგებული მატჩი ბოსტონის წინააღმდეგ
James Harden’s 42 PTS, 7 3PM, 8 REB, 7 AST fuels the @HoustonRockets home win! #SAPStatLineOfTheNight pic.twitter.com/18QEPjFq6O
— NBA.com/Stats (@nbastats) February 12, 2020