ჭიდაობა - არაბულის ვერცხლი და წურწუმიას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)
ჭიდაობა - არაბულის ვერცხლი და წურწუმიას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

იტალიის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ორმა ქართველმა მედლების მოპოვება შეძლო. ლევან არაბულმა (130კგ.) ვერცხლის, ხოლო ნუგზარ წურწუმიამ (55კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

არაბულმა ოქროს მედლისთვის ბრძოლა რუმინელ ალინ ალექსიკ-ჩურარიუსთან წააგო, წურწუმიამ კი ბრინჯაოს მედალი ასევე რუმინელ მოჭიდავესთან, ლორინ ტიტასთან ბრძოლაში მოიპოვა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ამირან შავაძე (60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, იური ლომაძე (72კგ.) კი ფინალში იასპარეზებს.