„სტადიონზე ბურთი ღელავს, ხალხი კი ისევ ბადეშია“, „გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა“, – ეს არის ფრაზები, რომლებიც ყველასთვის ცნობილ ტელე-წამყვანთან და სპორტულ კომენტატორთან ასოცირდება.
82 წლის ასაკში ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა. მის სახელს არაერთი გადაცემა და სპორტული ღონისძიება უკავშირდება საქართველოს პირველ არხზე.
საქართველოს პირველ ტელევიზიაში არხის პირველი თაობის წამყვანი 36 წლის განმავლობაში მუშაობდა. იყო „მოამბის“ წამყვანი და სპორტული რეპორტაჟების კომენტატორი.
ლეგენდარულ კომენტატორს 4 სექტემბერს ქაშუეთის ტაძრიდან გაასვენებენ და კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.