ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე

პლანეტის ყველაზე სანახაობრივი სპორტული ღონისძიებისთვის მზადება დაწყებულია.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში ყატარი უმასპინძლებს. პირველად 92-წლიან ისტორიაში ტურნირი არაბულ ქვეყანაში გაიმართება. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე შეიძინა მსოფლიო ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენების უფლება. 64-ივე საფეხბურთო მატჩს პირდაპირ ეთერში ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ. მუნდიალი ჩვენს ეთერში 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.