ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე

31 აგვისტო – ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები, ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიხსენეს. სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ბაზაზე საერთაშორისო მისიებში დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად, 5-კილომეტრიანი გარბენიც მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა Agile Spirit 2023-ში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სამხედროებმა მიიღეს. ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრიც ჩატარდა.