თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამის ორგანიზებით პარლამენტის შენობის წინ აქცია ლოზუნგით – #ნუმომკლავ იმართება.
ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნებია დაისაჯოს ყველა პირი, ვინც მკვლელობის ორგანოზატორი იყო, ასევე მათივე განცხადებით, უნდა დაისაჯონ მკვლელობის დაფარვაში მონაწილეებიც.
აქციას შეურთდა პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე ძიუდოისტები, რომლებმაც დღეს, 17:00 საათზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომა პარლამენტთან მოითხოვეს.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.