პარლამენტის შენობის წინ ვითარება დაიძაბა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ვითარება დაიძაბა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

მისივე ინფორმაციით, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციისა და კონტრაქციის მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა საგანს ესვრიან.

აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სამართალდამცველები დგანან, რომლებიც კონტრაქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.