პარლამენტთან აქციაზე ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს [ფოტოამბავი]

19:40, 27.05.2018

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომა ძიუდოისტებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

რუსთაველის გამზირზე ძიუდოისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ორსაათიანი აქცია გამართეს.

სპორტსმენების მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა აქცია საქართველოს ჰიმნით დაასრულეს.

ამასთან, აქციის მონაწილეების უმრავლესობა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის დაგეგმილ აქციას შეუერთდა.


 

მსგავსი