პარლამენტთან აქციაზე ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს [ფოტოამბავი]
თბილისში, პარლამენტის შენობასთან ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომა ძიუდოისტებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
რუსთაველის გამზირზე ძიუდოისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ორსაათიანი აქცია გამართეს.
სპორტსმენების მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა აქცია საქართველოს ჰიმნით დაასრულეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების უმრავლესობა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის დაგეგმილ აქციას შეუერთდა.