ნუ მოჭრი ნაძვს! - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სააგენტომ ინსპექტირება დაიწყო
საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება მეტად პრობლემური საკითხი, ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ძირი ნაძვი იჭრება. საახალწლო განწყობის შექმნა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, რის ფასად ვაკეთებთ ამ ყველაფერს.
ნაძვის მოჭრას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, მის გაზრდას კი მინიმუმ 30-40 წელი. საზოგადოების ინფორმირება ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენ არჩევანს შევაჩერებთ ხელოვნურ ნაძვზე, გარემოს ნაკლები ზიანი მიადგება, რადგან თუ არ იქნება მოთხოვნა, ნაძვსაც აღარავინ მოჭრის.
სტუმარი: მაია ჩხობაძე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი.
ახალი დღე