აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმება იწყება

ღია და დახურული ტიპის აუზებსა და სპორტდარბაზებს მუშაობის განახლების საშუალება ეძლევათ. ობიექტები დადგენილ რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ინსპექტირება დღეიდან იწყება, ამისთვის კი გამაჯანსაღებელმა ცენტრებმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე უნდა გაიარონ. ერთი ადამიანი ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე, ერთჯერადი შეფუთვის პირსახოცებითა და ტიხრებით გამოყოფილი საშხაპეები – ეს მოთხოვნები სპორტდარბაზებისთვის დაწესდა. ლიმიტია ჯგუფურ ვარჯიშებზე, რომელშიც 10 კაცზე მეტი არ უნდა მონაწილეობდეს.

რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში საჭიროა წყლის ლაბორატორიული კვლევა. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება. აუცილებელია დეზინფექციის ინტენსიურად ჩატარება.