კოვიდკლინიკების შემოწმება

შრომის ინსპექციის სამსახურმა, 2021-2022 წლებში 127 კოვიდკლინიკა შეამოწმა, საიდანაც 90 დაწესებულებაში დადგინდა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი დანამატი არ გაუციათ. როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, 33 ობიექტზე დამატებითი ანაზღაურების/დანამატის და მისგან გამომდინარე შრომითი ურთიერთობების კუთხით დარღვევა არ გამოვლენილა, ხოლო ოთხ მათგანთან მიმართებაში საქმის წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ ისინი აღარ ფუნქციონირებენ კოვიდკლინიკის სტატუსით. ამასთან, განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 86 კლინიკაში. გაცემული მითითებების საფუძველზე, ხარვეზები კლინიკების ნაწილმა აღმოფხვრა.

თამუნა ნადარეიშვილი ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.