ქვემო ქართლში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო. კულტურისა და დასვენების პარკში მოწყობილია საგამოფენო სივრცეები; გასტრონომიული ზონა; ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.