იმედის, მშვიდობის, მომავლის და განახლების დღე.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. ეს დღე უკვე 12 წელია, ჩვენს ქვეყანაში საერთო სახალხო დღესასწაულად არის გამოცხადებული.
ახალ წელთან, დღესთან და გაზაფხულის დაწყებასთან ასოცირებული თარიღისთვის მზადება ოთხი კვირით ადრე იწყება. 21 მარტს კი ოჯახებში ტრადიციული კერძები მზადდება, რომლებსაც გაჭირვებულ ოჯახებსაც ურიგებენ.
13 წლის წინ ნოვრუზ ბაირამი იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ვნახოთ რეპორტაჟი მარნეულიდან, სადაც დღევანდელი დღე განსაკუთრებულად აღინიშნება.