ცნობილი კომპოზიტორის და პიანისტის შემოქმედებას ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გააცოცხლებენ.
ნოდარ გაბუნიას 90 წლის იუბილე კონცერტით აღინიშნება, რომელშიც მუსიკოსის მოსწავლეები და შვილი მონაწილეობენ. გაჟღერდება კომპოზიტორის მიერ შექმნილი კინო-მუსიკაც. ორგანიზატორები მაყურებელს არაერთ სიურპრიზს ჰპირდებიან.