ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნიუ იორკი აშშ-ის მეორე მსხვილი ქალაქია, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქის ჯანმრთელობის დეპარტამენტის კომისრისა და მერის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ქალაქი შტატში ინფექციის გავრცელების ეპიცენტრია და 150 ათასამდე ნიუ-იორკელი ახლა „მაიმუნის ყვავილის“ გამოვლენის რისკის ქვეშაა. პირველი ქალაქი ამერიკაში, რომელმაც ვირუსული ინფექციის გავრცელების გამო ზომები მიიღო, სან ფრანცისკო იყო. მანამდე კი, 23 ივლისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.