ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა

სან ფრანცისკოში, ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შორის შეხვედრა გაიმართა.

ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის განახლდება მკაფიო სამხედრო კომუნიკაციები. სი ძინპინმა კი აღნიშნა, რომ მზად არის იყოს აშშ-ის მეგობარი და პარტნიორი. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გაცვალეს მოსაზრებები უამრავ გლობალურ საკითხზე, მათ შორის უკრაინაში რუსეთის ომსა და ღაზაში კონფლიქტის შესახებ.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია აშშ-ში.