„ნიქოზის შვილები“

ქართველი რეჟისორის წარმატება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ნინა ბენაშვილის დოკუმენტურმა ნამუშევარმა ჰიუსტონის კინო-ფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო. ფილმი „ნიქოზის შვილები“ აგვისტოს ომის და ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე გვიყვება. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან 4 500 ფილმი იყო გაგზავნილი.

დოკუმენტური სურათის მთავარი გმირები ომგამოვლილი სოფლის მცხოვრებლები და ნიქოზის ფესტივალის უცხოელი სტუმრები არიან. ნიქოზის შვილები საერთაშორისო წარმატების შემდეგ აქტიურ საფესტივალო ცხოვრებას ისევ განაგრძობს.