რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა.
მუსიკალურ საღამოს დედაქალაქის მერი დაესწრო. კახა კალაძემ მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა.
საახალწლო ღონისძიებები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეიდან კი დედაქალაქში საახალწლო სოფლის და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყება.