ნინო ხარატიშვილი გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.
ქართველ მწერალს, დრამატურგსა და რეჟისორს კარლ ცუკმაიერის სახელობის მედალი გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია ქალაქ მაინცის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. სცენაზე გათამაშდა რამდენიმე ეპიზოდი ნინო ხარატიშვილის პიესიდან. ასევე აჩვენეს ეპიზოდი მწერლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან. ფილმი გერმანულმა არხმა „არტემ“ საქართველოში გადაიღო. 55-წუთიან დოკუმენტურ მასალას მაყურებელი სრულად გაზაფხულზე ნახავს. ღონისძიებაზე ნინო ხარატიშვილი მაია ფანჯიკიძემ წარადგინა, მწერლის ბოლო რომანი, „უკმარი სინათლე“ მან ქართულ ენაზე თარგმნა. დაჯილდოების ცერემონიას ასეულობით ადამიანი დაესწრო და ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს ქართველ მწერალს. ღონისძიების სხვა მნიშვნელოვან დეტალებს ექსკლუზიურად პირველი არხის მაყურებელი კვირას გადაცემაში, „კვირის მოამბე“ ვრცელ რეპორტაჟში ნახავს.