ორბელიანების სასახლეში შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ნინო გამსახურდია შვეიცარიაში მოღვაწე ხელოვანია, რომელიც ნამუშევრების შესაქმნელად იყენებს ოქროს, როგორც მზის სიმბოლოს და ოქროს ფონზე ბუნებრივი მინერალებისგან დამზადებული საღებავებით ქმნის აბსტრაქტულ კომპოზიციებს.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, დიპლომატები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.