ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ საქართველოში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. ნინო ჩხობაძის განცხადებით, გლობალური კლიმატის ცვლილებაა ის მთავარი მიზეზი, რაც ბუნებრივ კატასტროფებს იწვევს მსოფლიოში. მან ყურადღება შოვისა და გურიის სტიქიებზე გაამახვილა.
გარემოს დამცველის განმარტებით, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სტიქიის დროს ქცევის წესებზე, რისთვისაც საჭიროა, სასწავლო პროგრამებში ფორსმაჟორულ სიტუაციაში ევაკუაციის პრაქტიკული ნაწილის დამატება.