თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ყოფილი მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო. სხდომას ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი არ ესწრებოდნენ. ბრალდების მხარის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ნელი დოროყაშვილის ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილების შეცვლის იმედი არ ჰქონიათ. ანა თავხელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არც მესამე ინსტანციის სასამართლოში შეიცვლება, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.