ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ გაამართლა - რა განცხადებები გაკეთდა საქალაქო სასამართლოში
ბოლო წლების ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე განაჩენი ცნობილია.
ორწლიანი განხილვების შემდეგ ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ყოფილი მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენი ყველა ეპიზოდში გამართლდა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ბრალდების მხარისთვის, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში დარწმუნებული იყო. 2020 წლის შემდეგ სასამართლომ არაერთი მოწმის ჩვენება მოისმინა, საქმეში იდო ნელი დოროყაშვილის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი და 2018 წლის აგვისტოთი დათარიღებული ვიდეომასალაც, რომელიც სასამართლომ ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელ ფაქტად, როგორც აღმოჩნდა, არ მიიჩნია.
ყველაფერი 2020 წლის 21 მაისს დაიწყო, როცა დოროყაშვილმა ცნობილ ჩოგბურთელს ფიზიკური ძალადობის გამო პოლიციაში უჩივლა, საჩივრის საფუძველზე ბასილაშვილი დააკავეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გენო ოსიყმაშვილმა მოისმინა დღევანდელი განაჩენი და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.