ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლის იუბილე მწერლის სახლში აღინიშნა. პროექტი “სამი სავარძელი”, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს აერთიანებდა, რომლებმაც საღამოზე ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს და პოეტს იუბილეს საკუთარი ნაწარმოებები მიუძღვნეს.