სომხეთში თითქმის ერთთვიანი პროტესტი ზეიმმა შეცვალა.
ოპოზიციონერი ლიდერი ქვეყნის პრემიერი გახდა. მისი კანდიდატურის ერთხელ უკვე ჩაგდების შემდეგ პარლამენტში გამართული დღევანდელი კენჭისყრა ნიკოლ ფაშინიანისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. 59 დეპუტატისგან მიღებული მხარდაჭერით ფაშინიანმა პრემიერის პოსტი დაიკავა. ~
ქვეყნის მთავრობის ახალი მეთაური, რომელმაც სერჟ სარგსიანის 10-წლიანი მმართვეობა დაასრულა, საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას არ აპირებს, პირველ ეტაპზე კი მთავარ ამოცანად მოქალაქეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას ასახელებს.